ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტაჟირებას
იურიდიული განათლების მქონე პირებისა და იურიდიული ფაკულტეტის მეორე/მესამე კურსის სტუდენტებისათვის. წარმატებული კანდიდატები გაივლიან 6 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადვოკატებისთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. ვაკანტური ადგილი: 2. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც ჩატარდება ორ ეტაპად: CV-ს გადარჩევისა და გასაუბრების ფორმით.
ძირითადი მოვალეობები:
- სასწავლო ცენტრისა და ასოციაციის აპარატის ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
- ტრენინგებისთვის ადვოკატთა რეგისტრაცია;
- სასწავლო ცენტრისა და ასოციაციის აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის ხელშეწყობა და სხვა დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უცხოენის (სასურველიაინგლისურის) ცოდნა;
- ადვოკატთაასოციაციის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ანალიტიკურიაზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
- ცნობა უნივერსიტეტიდან;
- ავტობიოგრაფია ან (CV);
- სამოტივაციო წერილი.
საბუთების მიღება წარმოებს 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2224654 (შიდა ნომერი 18) 555070786 / 555010605 / 555007708